image

დღეს, 7 ნოემბერს შზსუ-ის კარიერის დაგეგმვის სამსახურის ხელმძღვანელი ქ-ნ მაია სამქანაშვილი და პრორექტორი საგარეო საქმეთა მიმართულებით ბ-ნ გოდერძი ბუჩაშვილი შეხვდანენ უნივერსიტეტის სტუდენტებს. მათ ისაუბრეს კარიერის დაგეგმვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკაზე, მის მნიშვნელობასა და ზოგადად იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ცენტრი შავი ზღვის  საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა დასაქმების ფორუმზე, რომელიც ამა წლის 28 ნოემბერს, იბსუში გაიმართება. აღნიშნულმა პროექტმა სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

  • 8O2A1236
  • 8O2A1220