საჭირო ლინკები

ვაკანსია კვლევითი პროექტის ასისტენტის პოზიციაზე

კარიერის დაგეგმვის სამსახური

ვაკანსია კვლევითი პროექტის ასისტენტის პოზიციაზე

 

დასახელება: კვლევითი პროექტის ასისტენტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლევითი პროექტის: ,,საინვესტიციო აქტივობებზე კონკურენციის პოლიტიკის გავლენის შესწავლა“ ფარგლებში აცხადებს კონკურს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, უნივერსიტეტის კურდამთავრებულებს შორის კვლევითი პროექტის კვლევის ასისტენტის თანამდებობაზე. კონკურსი ცხადდება IBSU-ს სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის მართვის მაგისტრატურის ბოლო კურსის ან/და დოქტორანტურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

საქმიანობის ხანგრძლივობა: 4 თვე

ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული)

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

  • სოციოლოგიური გამოკითხვის საველე სამუშაოს წარმართვა და ადმინისტრირება (20 ერთეული, ინტერვიუს ფორმით)
  • კითხვარების შეგროვება და მონაცემთა დამუშავება
  • კვლევის ანგარიშების მოძიება და გამოთხოვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან
  • კონკურენციის პოლიტიკის შესახებ უცხოური კანონმდებლობის შესწავლა-გაანალიზება
  • პროექტის ხელძღავნელის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კვლევით საქმიანობაში გამოცდილების ქონა

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

სასურველია სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოებში გამოცდილების ქონა

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და რაოდენობრივი ანალიზის უნარები
  • კონცენტრირებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები

შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: CV-ების გადარჩევა, გასაუბრება

გთხოვთ სააპლიკაციო დოკუმენტები: დეტალური CV, დიპლომის ასლი (ან/და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ) გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: gkuparadze@ibsu.edu.ge. წერილის თემაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აპლიკაციების გამოგავნის ბოლო ვადა: 2 ოქტომბერი. ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს მიენიჭებათ პრიორიტეტი.

გისურვებთ წარმატებებს !