საჭირო ლინკები

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

კარიერის დაგეგმვის სამსახური

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში: 

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება; 
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
** არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი. 
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
** საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი აზროვნების უნარი;
** სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; 
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: agents-hr@tbcinsurance.ge 15 ოქტომბრის ჩათვლით და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: "სადაზღვევო აგენტი/თბილისი".