საჭირო ლინკები

კომპანია "BDO" აცხადებს სტაჟირებას

კარიერის დაგეგმვის სამსახური

კომპანია "BDO" აცხადებს სტაჟირებას

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადო აუდიტის განყოფილებაში

ხანგრძლივობა: 6თვე - კანდიდატები, რომლების სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები

  • საგადასახადო კონსულტანტის დახმარება პროექტის წარმართვაში
  • პროექტებში მონაწილეობის მიღება
  • საგადასახადო კანონმდებლობაზე მუშაობა
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები)
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge .

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთსტაჟიორი - საგადასახადო“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 05.12.2018