სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიებს
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.
- შრომის ანაზღაურება: საკომისიო
- სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:
- გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
- იმუშავებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
- სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სხარტი აზროვნების უნარი;
- სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: khatoo.cheishvili@gmail.com
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: „სადაზღვევო აგენტი/თბილისი“.