საჭირო ლინკები

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას

კარიერის დაგეგმვის სამსახური

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის განყოფილებაში მარკეტინგის ასისტენტის პოზიციაზე

განიხილებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები

ძირითადი მოვალეობები: 

  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში
    მონაწილეობა;
  • სააგენტოებთან და ვენდორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • კომპანიის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მართვასა და განვითარებაში მონაწილეობა;
  • სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვაში მონაწილეობა;
  • ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა (ზოგადი პოსტების, ღონისძიებების
    შესახებ ინფორმაციის განთავსება);
  • სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე რეაგირება;
  • კომპანიის საპრეზენტაციო/სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
  • გაზგასამართ სადგურებზე პერიოდული ვიზიტი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა
    ხელმძღვანელისათვის;
  • ბაზრის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
  • საცალო და კორპორატიული კლიენტების კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის
მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის
თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ
განვიხილავთ.

ტელ: (995 32) 2 21 01 87