საჭირო ლინკები

საერთაშორისო კომპანია შპს "სიემიქს სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას

კარიერის დაგეგმვის სამსახური

საერთაშორისო კომპანია შპს "სიემიქს სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას

"სიემიქს სოლუშენს" გერმანული კომპანიაა, რომელიც მრავალენოვან ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას უწევს მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებს. კომპანია საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს. სათაო ოფისი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, მდებარეობს, ფილიალები კი, როგორც თბილისში, ასევე ერევანსა და სკოპიეში.

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • დაწინაურების მაღალ პერსპექტივას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ტრენინგ კურსები
  • კონკურენტული ანაზღაურება

ჩვენთან დასაქმებისთვის საჭიროა:

  • გერმანული, ფრანგული ან იტალიური ენის ცოდნა
  • სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) მომსახურების სფეროში გამოცდილება
  • კომუნიკაბელურობა
  • ოპერატიულობა

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი ზარებისა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავება

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე https://cmx-solutions.com/ ან დაგვიკავშირდით ფეისბუკ გვერდზე CMX Solutions Georgia