საჭირო ლინკები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმზე

კარიერის დაგეგმვის სამსახური

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმზე

19 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორ თბილისში", შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმზე, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ "კარიერული განვითარების ცენტრი"; ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას, კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას, ამასთანავე სტაჟირების პროგრამებისა და დასაქმების ხელშეწყობას. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელ დისკუსია, სადაც განიხილეს ქართულ შრომით ბაზარზე როგორც დამსაქმებლების, ასევე სამუშაოს მაძიებლების თვალით დანახული პრობლემები. ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიები და უნივერსიტეტები