საჭირო ლინკები

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" აცხადებს სტაჟირებას

კარიერის დაგეგმვის სამსახური

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" აცხადებს სტაჟირებას

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს  სტაჟირებას  ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 დეკემბერი, 2019 

განსაკუთრებული მინიშნება: სტაჟირება განისაზღვრება 1 თვემდე ვადით და მოიაზრებს დასაქმების პერსპექტივას

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკაშირებულ შეკითხევზე, მომართვებზე;
  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან  სატელეფონო რეაგირებით;
  • ტერმინალ სერვერზე ახალი მომხმარებლის (user- ის) პროფილების გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • სერვისების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული  მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მე-3 ან მე-4  კურსის სტუდენტი ( სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • სასურველია Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა(XP, 7, 8);
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ბმულზე https://evexhospitals.ge/ka/vacancy/stajireba-informaciuli-teqnologiebis-martvis-departamentshi/368