საჭირო ლინკები

Moore Global Network Limited - აუდიტის სტაჟიორი

კარიერის დაგეგმვის სამსახური

Moore Global Network Limited - აუდიტის სტაჟიორი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტში. (www.moore-georgia.ge)

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).

აუდიტის სტაჟიორი

ძირითადი მოვალეობები:
აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სწრაფად ათვისების უნარი
ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში
ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
ყურადღება დეტალების მიმართ
კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

სრული სამუშაო განაკვეთი (შესაძლებელია სამუშაო განაკვეთში უნივერსისტეტის გრაფიკის შეთავსება)
სამუშაო საათები: 09:30 – 18:30
სტაჟირების პერიოდი 3-დან - 6 თვემდე
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრების და ტესტირების ეტაპებს
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დასაქმდება აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე

თუ შენ: 
ხარ პროაქტიული
გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა
გიყვარს სწავლა და იღწვი მუდმივი განვითარებისაკენ
მიისწრაფი ყოველდღიური პროფესიული ზრდისკენ 
მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებისკენ

ჩვენ გასწავლით როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!

გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ:
მზარდ ანაზღაურებას;
უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
პიროვნული განვითარებისა და სწრაფი სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (სასურველია) 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება „აუდიტის სტაჟიორი“.