საჭირო ლინკები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს აუდიტორ-სტაჟიორთა მიღებას სტაჟირების პროგრამაზე

კარიერის დაგეგმვის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს აუდიტორ-სტაჟიორთა მიღებას სტაჟირების პროგრამაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს აუდიტორ-სტაჟიორთა მიღებას სტაჟირების პროგრამაზე.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, სადაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ აუდიტის პროცესში, გაეცნონ აუდიტორულ საქმიანობას, პასუხისმგებლობებს, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის ანგარიშებს, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასა და  ბიუჯეტის  ანალიზთან  დაკაშირებულ  საკითხებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვიდან 12 თვემდე ვადით. სტაჟირების პირველ 6 თვეში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს  სტაჟირების ვადა გაუგრძელდება დამატებით 6 თვე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა დასაქმდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი  განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული  მიმართულებით, ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი მიმართულების დამამთავრებელი კურსის  (IV კურსი) სტუდენტი, ფლობს კარგად ინგლისურ ენას და კომპიუტერულ პროგრამებს (MS Office), აქვს წერითი და ვერბალური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარი და შეუძლია  შემჭიდროებულ  ვადებში  მუშაობა  და  დროის ეფექტიანი მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/52175დეტალურად გაეცნოთ მოთხოვნილ ინფორმაციას და შეავსოთ აპლიკაცია. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ოქტომბერი.