საჭირო ლინკები

კომპანია "Menu.ge" აცხადებს ვაკანსიას

კარიერის დაგეგმვის სამსახური

კომპანია "Menu.ge" აცხადებს ვაკანსიას

კომპანია "menu.ge"  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის კომპანიის საქმიანობისა და სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვებზე მიმართული სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა, შეხვედრებისა და პრეზენტაციების მოწყობა, საქმიანი მიმოწერის წარმოება და სხვ.
  • პოტენციურ კლიენტებთან შეთანხმებით, თანამშრომლობის პირობების განსაზღვრა და აღნიშნული პირობების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ.)
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, თანამშრომლობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების/პრობლემების მოგვარება, მათი მოთხოვნებისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;განიხილებიან აგრეთვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
  • სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა(საკომუნიკაციო დონეზე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

 

სამუშაო საათები : 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 20 მაისი ჩათვლით ელფოსტაზე: sophio.katsitadze@menugroup.co.uk  

სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (გაყიდვების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.