საჭირო ლინკები

სტაჟირების პროგრამა თეგეტა მოტორსში

კარიერის დაგეგმვის სამსახური

სტაჟირების პროგრამა თეგეტა მოტორსში

თეგეტა მოტორსი იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის

ადგილმდებაეობა თბილისი

მოქმედების ვადა 20.10.2019

დასაქმების ტიპი  ნახევარ განაკვეთი

ხანგრძლივობა -   3-დან 6 თვემდე

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება ხარისხი:სტუდენტი

ენები          ქართული (ძალიან კარგი)

უნარები     სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

                   ინიციატივის გამოჩენის უნარი

                   საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი

                   აქტიურობა, ენერგიულობა

                   გუნდურად მუშაობის უნარი

თეგეტა მოტორსი იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ,
სწავლის პარალელურად შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და საფუძველი ჩაუყრონ თავიანთ
წარმატებულ სამუშაო კარიერას.
   თეგეტა მოტორსის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო
სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაო სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით
და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.
  • სტაჟირება ანაზღაურებადია.
  • გრაფიკი -  მოქნილი.
  • ხანგრძლივობა - 3-დან 6 თვემდე.

სტაჟირება ცხადდება თეგეტა მოტორსის შემდეგ დეპარტამენტებში:
1. სერვისის განვითარების დეპარტამენტი
2. სერვისის მართვის დეპატრამენტი
3. ფილიალების კოორდინაციის სამსახური
4. გაყიდვების დეპარტამენტი
5. ადგილობრივი შესყიდვებისა და სწრაფი შეკვეთების განყოფილება
6. ფინანსური დეპარტამენტი
7. ბუღალტერია
ასევე, თეგეტა მოტორსის შვილობილ კომპანიებში:
1. თეგეტს რენტალს
2. თეგეტა თრაქ & ბას
 

სტაჟირების პროგრამა სერვისის განვითარების დეპარტამენტში

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
  • ენები: ინგლისური
    მოკლე აღწერა:
  • კატალოგის განვითარება და გამოყენების მონიტორინგი;
  • მომსახურეობების შესრულების რაოდენობის და ფასის ანალიზი;
  • პროგრამიდან სხვადასხვა ტიპის მონაცემის ამოღება და ანალიტიკა;
  • ფასების კატალოგის დამუშავება, დანერგვა;
  • სხვა პროექტებისთვის მონაცემთა დამუშავება;
     
სტაჟირების პროგრამა სერვისის მართვის დეპარტამენტში
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • ენები: ინგლისური, რუსული 
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
    მოკლე აღწერა
  • სერვისის ანალიტიკის წარმოება;
  • ღია განაცხადების კონტროლი;
  • სერვისის პროცესების სტატისტიკის და ანალიტიკის წარმოება.
  • ფილიალებიდან დაფიქსირებული პრობლემური საკითხების მონიტორინგი/ შესრულებების კონტროლი.
  • სერვისის ბიზნეს პროცესში და ტექნოლოგიური სისტემის დანერგვაში მონაწილეობა;
 
სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებაში
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • MS Excel-ის ცოდნა
  • პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი
    მოკლე აღწერა:
  • მეილზე მოსული ან ადგილზე მოტანილი ხელშეკრულებების გავლა, გაფორმება და რეგისტრაცია;
  • ქოლ-ცენტრის მიერ გადმომისამართებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში
    მხარდაჭერა;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი, შესაბამის პირებთან კომუნიკაცია და შემდგომი მონიტორინგი;
  • მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება/გადამოწმება/გასწორება;
     
ადგილობრივი შესყიდვებისა და სწრაფი შეკვეთების განყოფილება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • MS Excel-ის ცოდნა
  • პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი 

          მოკლე აღწერა: 

  • შესყიდული საქონლის კონტროლი (განაცხადში ჩასმა/ჩამოწერა/დაბრუნება);
  • რეგიონიდან ნიმუშად ჩამოსული საქონლის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;
  • მძღოლებისა და შემსყიდველისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ბუღალტრებთან კომუნიკაცია ს/ზ გამოწერა/კორექტირებასთან დაკავშირებით;
  • საბუთების მოწესრიგება;
  • ხელშეკრულებების DRAFT-ების მომზადება;
  • ნაშთში ასაყვანი SOFT-ის დაზუსტება;
  • ტაქსის ხელფასების წარმოება;
ფილიალების კოორდინაციის სამსახური
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • MS Excel-ის ცოდნა
  • პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი
    მოკლე აღწერა:
  • თეგეტა მოტორსის ფილიალებისა და სერვის-ცენტრების მონიტორინგში მონაწილეობა;
  • არსებული სტანდარტების მიხედვით ფილიალების შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ფილიალებში ვიზიტისას დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ ფოტომასალის მოგროვება/აღწერა;
  • პრეზენტაციების მომზადება და რეპორტინგი;

საცალო გაყიდვების მიმართულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია შემდეგ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Google Analytics, Google Ads, Remarketing;
    მოკლე აღწერა:
  • Tegeta Shop-ზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობისა და ონლაინ ტრეფიკის ანალიზი და რეპორტინგი;
  • ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეებისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და
    შემდგომი გამოყენება;
     
სტაჟირების პროგრამა ფინანსურ დეპარტამენტში
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი;
    მოკლე აღწერა:
  • კომპანიის ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
  • კრედიტორებისა და დებიტორების შესახებ მონაცემთა ანალიზი;
  • მიმდინარე რეალიზაციების  მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი პროდუქციის ჯგუფების, რეგიონების,
    მყიდველთა ჯგუფების მიხედვით.
  • სერვისის ფინანსური პროცესების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი;
     
სტაჟირება ბუღალტერიაში
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • MS Excel-ის ცოდნა;
    მოკლე აღწერა:
  • კომპანიის ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღება;
  • ბუღალტრული ოპერაციების გატარება პროგრამაში;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების,
    გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება;
     
თეგეტა რენტალს
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • MS Excel-ის ცოდნა;
    მოკლე აღწერა:
  • კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
  • პროგრამა SAP-ში გაყიდვებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
     
თეგეტა თრაქ & ბას - ფინანსური დეპარტამენტი
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • BBA  მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
  • ენები: ინგლისური
  • MS Excel-ის ცოდნა;
    მოკლე აღწერა:
  • ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადების მიზნით საჭირო მასალის შეკრება და დამუშავება;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის კონტროლი და ყოველდღიური ცვლილებების ასახვა;
  • უწყისებისთვის ინფორმაციის მომზადება, პროგრამიდან ინფორმაციის პერიოდული ამოღება უშუალო
    ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
  • დებიტორებთან კომუნიკაცია და მონიტორინგი;


  თეგეტა მოტორსი სტუდენტებს სთავაზობს  საინტერესო სამუშაო გარემოს,  სფეროს არჩევის და
ცვლილების შესაძლებლობას, რაც მთავრია - პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას სწავლის
პარალელურად.
 
 გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ

(+995) 322 24 44 44

591 13 89 91

Le.Arabuli@tegetamotors.ge