საჭირო ლინკები

საერთაშორისო კომპანია "SMT" აცხადებს სტაჟირებას

კარიერის დაგეგმვის სამსახური

საერთაშორისო კომპანია "SMT" აცხადებს სტაჟირებას

ინდუსტრიული აპარატურის ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი საერთაშორისო
კომპანია “SMT”, რომელიც 2002 წლიდან წარმატებით ოპერირებს
საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის
მენეჯერის, გაყიდვების მენეჯერის, ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.

თუ ხარ ამბიციური, ოცნებობ მაღალ მწვერვალებზე, ხარ მოტივირებული,
კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გინდა მოხვდე თანამედროვე, ზრდაზე
ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში. გინდა თეორიული ცოდნა გადაიტანო
რეალურ პრაქტიკაში, ასევე მიიღო დამატებითი ცოდნა და გამოცდილება, რაც
აუცილებელია პროფესიული განვითარებისთვის,
მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი; გაყიდვების მენეჯერი; ფინანსური ასისტენტი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვემდე

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი

!არ არის ანაზღაურებადი, მაგრამ არის დასაქმების პერსპექტივა, რადგან ჩვენ ვეძებთ პოტენციურ თანამშრომლებს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1mO4AJrM9wl12IOCBSIqp4pN8kv-L4GX_uswtj198l8M/viewform?edit_requested=true

FB გვერდი: https://www.facebook.com/SoftmasterTrade/  

ვებ: http://smt.com.ge/