საჭირო ლინკები

კომპანია Orient Logic აცხადებს სტაჟირებებს

კარიერის დაგეგმვის სამსახური

კომპანია Orient Logic აცხადებს სტაჟირებებს

Orient Logic ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე
მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული
ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს
მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

1. Orient Logic აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას Back-end დეველოპერის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • Java პროგრამირების ძირითადი ცოდნა
  • მონაცემთა (Data) სტრუქტურის კარგი გაგება
  • OOP პრიციპების კარგი გაგება
  • რაციონალური მონაცემთა ბაზის დიზაინის ძირითადი ცოდნა
  • SQL ძირითადი ცოდნა
  • ქსელის პროგრამირების ცოდნა იქნება უპირატესობა

კომპანია, ჩვენი გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:

  • ახალი ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში წამყვან ტექნოლოგიურ
    კომპანიაში
  • მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
  • პროფესიულ განვითარებას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით
    დაკომპლექტებულ გუნდში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:
Vacancy@ol.ge 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით, გზავნილის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებაზე, მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ.

2. Orient Logic აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუნდენტი ფინანსების ან ბიზნესის
    ადმინისტრირების სპეციალობით;
  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები

  • მოახდენს ფინანსური ანგარიშებისთვის მოთხოვნების დაანგარიშებას/შედარებას პარტნიორ
    კომპანიებთან;
  • მოამზადებს ფინანსური ანგარიშებისთვის სადებეტო და საკრეტიდო გატარებებს;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზუმე მიმდინარე წლის 12 ნოემბრამდე (18:00),ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე Vanacy@ol.ge სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი რეზუმეს განხილვას.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!