საჭირო ლინკები

კომპანია Orient Logic აცხადებს ვაკანსიებს

კარიერის დაგეგმვის სამსახური

კომპანია Orient Logic აცხადებს ვაკანსიებს

Orient Logic ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე
მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული
ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს
მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

1. Orient Logic აცხადებს ვაკანსიას Backend დეველოპერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • დამკვეთის ამოცანის ბიზნეს-ანალიზი;
  • ამოცანის შესაბამისი ინფორმაციული სისტემის სტრუქტურის შემუშავება;
  • ამოცანის შესაბამისი Back-End-ის შემუშავება Java ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც
    მოემსახურება Front-End-ს.
  • ამოცანის შესაბამისი ავტომატიზებული ტესტების შემუშავება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციის მომზადება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება GIT ვერსიის კონტროლის სისტემის
    გამოყენებით;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება Scrum მეთოდოლოგიის გამოყენებით;
  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების ანალიზი და აღმოფხვრა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე სხვა IT ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის
    ბიბლიოთეკების მოძიება, გარჩევა და გამოყენება;
  • განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება Backend დეველოპერის პოზიციაზე;

უნარ-ჩვევები და კომპეტენციები:

  • Java SE 8+
  • Java EE 8, Servlets, JAX-RS, JPA, JMS, EJB, CDI;
  • SQL
  • RDBMS – PostgreSQL, Oracle, MS SQL. რომელიმესთან მუშაობის გამოცდილება;
  • JUnit, Mockito, Arquillian. რომელიმესთან მუშაობის გამოცდილება;
  • GIT, GitLab

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy@ol.ge 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე. გზავნილის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

2. Orient Logic აცხადებს ვაკანსიას უმცროსი linux -ს ადმინისტრატორის პოზიციაზე

ჩვენს გუნდთან ერთად, ამ პოზიციაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა სიღრმისეულად გაეცნოთ Orient Logic-ის პარტნიორი მწარმოებლების უახლეს ტექნოლოგიებს, ჩაერთოთ ჩვენი დამკვეთების IT სისტემების მოდერნიზაციის პროექტებში, შეიძინოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს IT ბაზრის განვითარების საქმეში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00

მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობის მიღება დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის /
    არქიტექტურის შემუშავების პროცესში;
  •  ჩართულობა პროდუქტების შერჩევის პროცესში - გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების
    შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევაში;
  •  მონაწიოლეობის მიღება ტექნიკური მხარდაჭერის - ინსტალირებული სისტემების ექსპლოატაციისას
    წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკასა და გასწორებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა RedHat ან/და CentOS ან/და Debian და ა.შ;
  • სასურველია სხვადასხვა სერვერებთან მუშაობის გამოცდილება: HTTPd, DHCP, DNS(BIND), NFS, FTP, NTPd,
    etc..
  • სასურველია ვირტუალიზაციის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება: ESXI ან Hyper V
  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@ol.ge 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - “ უმცროსი linux -ს ადმინისტრატორი”

3. Orient Logic აცხადებს ვაკანსიას  სოციალური მედიის მენეჯერის  თანამდებობაზე

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის N106

მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
  • კომპანიის ვებ-გვერდზე მუშაობა;
  • სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
  • მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
  • ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
  • კრეატიული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • სარეკლამო ვიზუალის და ტექსტის შერჩევა და კონტენტის შექმნა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • Google Adwords;
  • სოციალური მედია მარკეტინგის სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა (Facebook, Youtube,
    Twitter, LinkedIn, Instagram).
  • ციფრული კონტენტის შექმნა (ვიდეო, ფოტო);
  • ბიუჯეტირება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • Facebook/ LinkedIn-ის ადმინისტირება-სპონსორინგი და სხვდასხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ფოტოს/ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური, კრეატიული და ლოგიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@ol.ge 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - “სოციალური მედიის მენეჯერი”

4. Orient Logic აცხადებს ვაკანსიას  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის  თანამდებობაზე

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის N106

მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • ღონისძიებების კონცეფციის შექმნა, ორგანიზება და შეფასება;
  • მასმედიასთან ურთიერთობა;
  • სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალებისათვის საიმიჯო ტექსტების შედგენა ქართულ და ინგლისურ
    ენებზე;
  • სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა;
  • ბიუჯეტირება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • მედიის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • წერითი დოკუმენტების შედგენის გამოცდილება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური, კრეატიული და ლოგიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • წერითი უნარები;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@ol.ge 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი”

5. Orient Logic აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე

კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ხდება SCRUM მეთოდოლოგიის მიხედვით. ჩვენ ვეძებთ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • SCRUM პროცესში ჩართულობა
  • ტესტირების სცენარების შექმნა და დოკუმენტირება
  • პროგრამული უზრუნველყოფის ჩაბარების კრიტერიუმების შემუშავება
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარვეზების დაფიქსირება
  • პროგრამისტების ავტომატიზებული ტესტების მიმოხილვა და რეკომენდაციების
    შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • გუნდური მუშაობის, გამართული კომუნიკაციის, ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის
    უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის
    (ტესტერის) თანამდებობაზე;
  • SCRUM მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy@ol.ge  2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე. გზავნილის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

6. Orient Logic აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე

ჩვენი გუნდის ახალი წევრი:

  • ჩართული იქნება დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების ტექნიკური ასევე სხვა პირობების
    შესწავლა/შეფასებაში;
  • მოახდენს შეკვეთების განთავსებას და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოახდებს
    კლიენტისთვის პროდუქციის მიწოდებას, შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით;
  • ყოველდღიურად იზრუნებს ვენდორებთან (Trend Micro, Barracuda, Forcepoint, Cirix და სხვა)
    ურთიერთობაზე და იმუშავებს დისტრიბუტორებთან: პროდუქტის სპეფიციკაციიების შედგენა,
    შესაბამის გადაწყვეტილებაზე ფასების მოძიება, და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა
    ყოველდღიური საქმიანობისთვის;
  • მოამზადებს პრეზენტაციებს და ასევე მოიძიებს შესაბამის მასალებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას ტენდერების შესახებ, მოამზადებს სატენდერო წინადადებას (ფასების,
    პირობების, MAF, და ვენდორის მიერ მოწოდებული სხვა საჭირო დოკუმენტაციის თავმოყრა);

ჩვენ ვეძებთ ადამიანს:

  • ვისაც უხარია ახალ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან ურთიერთობას დადებითი შთაბეჭდილებით
    წარმართავს;
  • ვისაც შეუძლია დაარწმუნოს პოტენციური კლიენტი რომ ჩვენი პროდუქტი ის არის, რაც მას რეალურად
    სჭირდება, გაიზიაროს მომხმარებლის მოთხოვნა და მოერგოს მას;
  • დროულად აღმოაჩენს პრობლემას და გამოსავლის ძიებას დაიწყებს;
  • წერს გამართულად და ლაკონურად, მის ნაწერში კი მკაფიოდ იკითხება მთავარი სათქმელი და აქცენტიც
    სწორად არის დასმული;
  • ვისაც მოსწონს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა აუდიტორიის წინაშე, ამზადებს და ატარებს კარგ
    პრეზენტაციებს;
  • მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ, მაინც ვერ ვთმობთ საყოველთაოდ მოთხოვნილ
    ინგლისურსა და რუსულს და ჩვენც იგივეს ვითხოვთ;
  • ვერც აღიარებულ სტატუსებს ავუვლით გვერდს და გვჭირდება - უმაღლესი განათლება ინფორმაციული
    ტექნოლოგიების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

ის, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ:

- ჩვენი გუნდის წევრობა 3 თვიანი სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობას.
- მეორე ეტაპი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარის გამოვლენისა და სასწავლო პროცესის წარმარტებით დაძლევის შემდეგ იწყება- ვაფორმებთ გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებას კონკურენტული ანაზღაურებით და გაყიდვებიდან მიღებული ბონუსით.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზუმე მიმდინარე წლის 12 ნოემბრამდე,ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე Vanacy@ol.ge სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი რეზუმეს განხილვას.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

7. Orient Logic აცხადებს ვაკანსიას ქსელური ინფრასტრუქტურის გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის ფასების მოძიება/ანალიზი;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და რეპორტის მომზადება;
  • პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება;
  • ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • კომერციული შეთავაზების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების
    კუთხით ან მონათესავე დისციპლინებში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზუმე მიმდინარე წლის 12 ნოემბრამდე (18:00), ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე Vanacy@ol.ge სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი რეზუმეს განხილვას.