საჭირო ლინკები

სს "ოპპა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას

კარიერის დაგეგმვის სამსახური

სს "ოპპა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას

სს "ოპპა"  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ
ელექტრონულ საფულეს  http://www.oppa.ge  და PayBox-ის სწრაფი
ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე
მომხმარებელს ემსახურებ. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ
ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს
მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე
მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

სამუშაო ადგილი თბილისი

ბოლო ვადა 13.11.2019

!ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და მათი იდენტიფიკაცია
    შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად.
  • პარტნიორებისგან ინფორმაციის და დოკუმენტების
    მიღება/დამუშავება;
  • საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება, სრულყოფა და
    ხარისხის კონტროლი;
  • პარტნიორების კატალოგის სრულყოფა, შევსება და მუდმივი
    განახლება, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • AML განყოფილებასთან ურთიერთობა;
  • შიდა და გარე რეპორტების მომზადება;
  • პარტნიორებთან ურთიერთიბასთან დაკავშირებული სხვა
    სამუშაოების შესრულება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • გუნდურობა

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ მისამართზე hr@oppa.ge 2019 წლის 13 ნოემბრამდე