ჩვენი ხედვა:

 

დაეხმაროს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მოტივაციის ამაღლებასა და მათი სამომავლო კარიერული ხედვის ფორმირებაში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათი სწორი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისის უნარ-ჩვევების გამომუშავებით.

 

ჩვენი მისია: 

დავეხმაროთ სტუდენტებს ოპტიმალური კარიერული ვარიანტების შერჩევასა და დასაქმებაში.

შევქმნათ სტუდენტზე მორგებული სასწავლო გარემო, რომელშიც კარიერული განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

შევთავაზოთ მათთვის მაღალი ხარისხის სამუშაოს ძიების პროგრამები და აქტივობები. ასევე ეფექტური კავშირის დამყარება  ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამსაქმებლებთან და კურსდამთავრებულებთან.

 

ჩვენი ხარისხის პოლიტიკა:

ლიდერობა – კარიერული დაგეგმარების სწავლების კუთხით ინიციატივის გამოჩენა და უნივერსიტეტის სტუდენტთა მომზადება შესაბამისი კარიერული უნარ-ჩვევების გამომუშავების კუთხით.

სტუდენტებისადმი მიწოდებული კარიერული დაგეგმარების სწავლებისა და მასთან დაკავშირებული რესურსების ხარისხის გამუდმებით ამაღლება. კარიერული სერვისების საყოველთაობა.

აღნიშნულ ამოცანათა გადასაჭრელად ნებისმიერი ტექნოლოგიური საშუალების გამოყენება: ქსელი, მონაცემთა ბაზები და შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიები.