შეხვედრა კომპანია BDO-სთან

5 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე კომპანიის HR -ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი “როგორ დავწეროთ ეფექტური რეზიუმე და როგორ ვმართოთ გასაუბრებები დამსაქმებელთან”.  

ტრენინგი „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“

📣𝐈𝐁𝐒𝐔-ს კარიერის განვითარეების სამსახურის ხელშეწყობით ორგანიზდება ტრენინგი „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“.ტრენინგი ხელს უწყობს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ძალადობის შეჩერებას. სასწავლო პროგრამა შეიმუშავა გოგონა გაიდებისა და გოგონა სკაუტების მსოფლიო ასოციაციამ (WAGGGS) და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) 5-დან 25 წლამდე ჯგუფებისათვის.   ⭕პროექტი მიმდინარეობს ორი წლის განმავლობაში თბილისში, რუსთავსა და გურიაში. პროექტში ჩართულია 12-16, 17-25 წლამდე …

საორიენტაციო შეხვედრა სტუდენტებთან

𝐈𝐁𝐒𝐔-ს კარიერის დაგეგმის ოფისისა და IBSU აკადემიის ხელმძღვანელმა მაია სამქანაშვილმა, 17 მარტს, დააორგანიზა საორიენტაციო შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ,შეხვედრაზე სტუდენტებმა მიოიღეს ინფორმაცია სტაჟირებებზე, ტრენინგებბზე, დასაქმების პერსპექტივასა და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ. ასევე შეხვედრაზე მოწვეული იქნა კომპანია Diplomat Georgia, რომლის წამომადგენლებმაც გააცნეს სტუდენტებს კომპანიის მიზნები, მიღწევები, მასში არსებული სტაჟირებები და დასაქმების პერსპექტივები.

დასაქმების ფორუმი – TAV Georgia

მიმდინარე წლის 24 თებერვალს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მართავს დასაქმების ფორუმს – ღია კარის დღეს – “დასაქმდი აეროპორტში”. ფორუმი გაიმართება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში 10:00-18:00 საათამდე. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ …